Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი მიწვეულია ლონდონის 2023 წლის წიგნის ბაზრობაზე

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში“ ოფიციალურად მიწვეულ იქნა ლონდონის 2023 წლის წიგნის ბაზრობაზე.

 

https://www.londonbookfair.co.uk/en-gb/exhibit.html

 

ამის შესახებ, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას აშშ-ს ვაიომინგის შტატში მდებარე გამომცემლობიდან წერილით აცნობეს: „თქვენი წიგნი არჩეულია, რათა ჰქონდეს განსაკუთრებული ადგილი მომავალი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 18-20 აპრილს. ეს არის ზუსტად 3 დღიანი წიგნის ფესტივალი.“

 

როგორც ცნობილია, აშშ-ში 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: „ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში“

 

https://www.amazon.com/gp/product/1663207623/ref=ppx_yo_dt_b_asin_title_o00_s00?ie=UTF8&psc=1

 

წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლამდეც და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.

წიგნის დასაწყისშივე და უკანა გარეკანზე წიგნს და მის ავტორს მაღალ შეფასებებს აძლევენ ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები: კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი; ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი ფრედერიკ სტარი; ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ასლუნდი; აშშ-ის მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი კეის კრეინი; აშშ-ის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი პოლ გობლი; ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი პოლ ჰეა; მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნეილ მაკფარლეინი; ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი თომას საიმონსი; გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი ბენ სლეი.